კომენტარი
ის, რომ იარაღით მიდიან ბიზნესმენებთან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, არის ძალიან მძიმე ბრალდება - პრემიერი ბიზნესმენ სოფრომაძის განცხადებაზე
„ფრესკოს“ დამფუძნებლის კომენტარი არ წამიკითხავს. აუცილებლად მოვისმენ ამ განცხადებას. თუმცა ის, რომ იარაღით მიდიან ბიზნესმენებთან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, არის ძალიან მძიმე ბრალდება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას ბიზნესმენ ვასილ სოფრომაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.
„ფრესკოს“ დამფუძნებლის კომენტარი არ წამიკითხავს. აუცილებლად მოვისმენ ამ განცხადებას. თუმცა ის, რომ იარაღით მიდიან ბიზნესმენებთან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, არის ძალიან მძიმე ბრალდება. „როცა ასეთ მძიმე ბრალდებას აყენებ, ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ ბრალდებისთვის პასუხი უნდა აგო. ჩვენი ფილოსოფია არის ის, რომ თითოეულ ადამიანს ვცემთ უდიდეს პატივს, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. ეს არის ჩვენი მიდგომა და ჩვენი ფილოსოფია. თუ ეს ბრალდებები გამყარებულია კონკრეტული ფაქტებით, პირველი ვიქნები, რომელიც მოითხოვს ასეთი გამოძიებების დასრულებას უმოკლეს ვადაში და ამაზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო რეიტინგები და არა ის, რომ ვიღაც განცხადებას გააკეთებს, ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლოს.
„მე გიპასუხებთ იმ საკითხზე, რაც ეხება ვითომ ბიზნესზე ზეწოლას. ჩემთვის მთავარია ობიექტური კრიტერიუმები, ვინაიდან სამწუხაროდ, შეფასებებში ხშირად ვისმენთ როგორც ჩანს პოლიტიკურად მოტივირებულ თუ დამახინჯებულ ფაქტებს. თითოეული მოქალაქის წარმატებაა, რომ საქართველოს მოიაზრებენ მსოფლიო ლიდერად, მე დავასახელე doing business-ში მე-6 ადგილი, ბევრი სხვა რეიტინგი შემიძლია მაგალითად მოვიტანო ამისთვის, რომლებიც ობიექტურ კვლევებზეა დაყრდნობილი. ჩემთვის რეიტინგებსაც შინაარსობრივად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს არის მექანიზმი, რომ ჩვენ დავძლიოთ გამოწვევები, რომელიც გვაქვს და უნდა დავძლიოთ. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ობიექტური კრიტერიუმი და არა ის, რომ ვიღაც განცხადებას გააკეთებს, ხშირ შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლოს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ვასილ სოფრომაძემ პოლიტიკოსებს მიმართა. ვიდეომიმართვაში სოფრომაძე ბიზნესისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას მწვავედ აკრიტიკებს და პოლიტიკოსებს გონზე მოსვლისკენ მოუწოდებს.
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


