კომენტარი
ის, რომ დღეს თავდაცვის მინისტრი არ იმყოფება ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე, ყველაზე უფრო ცუდი პასუხია-თინა ხიდაშელი
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ის რომ მოქმედი თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალზე ბრიუსელში არ იმყოფება ყველაზე უფრო ცუდი პასუხი იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ამ წუთის მდგომარეობით ხელიდან არის გაშვებული.
ამის შესახებ ხიდაშელმა საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ის, რომ დღეს თავდაცვის მინისტრი არ იმყოფება ბრიუსელში, არის ყველაზე უფრო ცუდი პასუხი იმ შესაძლებლობაზე, რომელიც ხელიდან, ამ წუთის მდგომარეობით, გაშვებულია. არგუმენტი იმის შესახებ, რომ ეს შიდა მინისტერიალია - არ მიიღება. ვინც იცის ეს საკითხი ეს ძალიან კარაგდ იცის, რომ ნატო-ს ყველა მინისტერიალი- შიდა მინისტერიალია. ოღონდ პარტნიორებს იწვევენ ხოლმე მაშინ, როდესაც პარტნიორი აქტიურია და ამას მოითხოვს. ჩემი მინისტრობის დროს ჩვენ რამდენიმე ნატო-საქართველოს კომისია გავმართეთ და ბოლო მინისტერიალზე მე ორმხრივი შეხვედრები ვითხოვე, რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საუბრების დროს, რომელიც ვარშავის სამიტის წინ ბრიუსელში იმართებოდა იქ ვყოფილიყავით და გავლენა მოგვეხდინა პროცესზე“,-განაცხადა ხიდაშელმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


