კომენტარი
ის რომ აფგან მუხტარლი არის უკვე სხვა ქვეყანაში, გაართულებს გამოძიებას - თეა წულუკიანი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ის ფაქტი, რომ აფგან მუხტარლი უკვე სხვა ქვეყანაში იმყოფება, გაართულებს გამოძიების პროცესს, თუმცა, მინისტრის თქმით, გამოძიება მაინც ჩატარდება, რადგან ეს ქვეყნის პრესტიჟს და სამართალდამცველების რეპუტაციას შეეხება.
ამის შესახებ წულუკიანმა, გადაცემა „მთავარში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
„ის რომ ეს ადამიანი არის უკვე სხვა ქვეყანაში, გაართულებს გამოძიებას, რომ გავარკვიოთ რა არის მომხდარი. ის ძვირფასი ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს შეიძლება დასჭირდეს, სწორედ ბატონმა აფგანმა იცის, რომელიც ახლა უკვე ბაქოშია. ანუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვინც, როგორც მისი ადვოკატი ბაქოდან გვატყობინებს, ჩასვა ძალით მანქანაში, ცემეს კიდეც თურმე და გააქანეს საზღვრისკენ. ვინ იყვნენ, თუ იცნობს მათ, რა ურთიერთობა აკავშირებდა მათთან, რა ენაზე საუბრობდნენ? ძალიან ბევრი კითხვა შეიძლება ჰქონდეს გამომძიებელეს ასეთ დროს. მიუხედავად ამისა, იქნება გაგზავნილი სამართლებრივი დახმარების მოთხოვნა, რომ ან ჩვენი გამომძიებლის მეშვებობით იყოს დაკითხული ეს ადამიანი, ან თავად დაკითხონ. მაგრამ, რას გვიპასუხებენ ჩვენი მეგობარი სტრუქტურები ეს წინასწარ არ ვიცით. იქაც მიდის გამოძიება სხვადასხვზა მუხლით, როგორც აღმოჩნდა. მოკლედ, კომპლექსური, რთული პროცესი გველის წინ, მაგრამ მთავარია, რომ გამოძიება დაწყებულია“,-აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, მოსაფიქრებელია პრევენციული ზომები, რომ მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე რომელიმე ქვეყნის მოქალაქე იგივე ქმედებას არ დაექვემდებაროს.
„უნდა დადგინდეს რა მოხდა, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს ეხება, სამართალდაცველების რეპუტაციას. და ალბათ მოსაფიქრებელი იქნება სერიოზული პრევენციული მექანიზმები, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე იქნება, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება ამგვარ ქმედებას არ დაექვემდებაროს, ვისგანაც არ უნდა იყოს ის“,-განმარტა თეა წულუკიანმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


