კომენტარი
„ის, რასაც ოთარ ფარცხალაძის შესახებ ამბობენ, ჭორების სახით მსმენია” - თამარ ჩუგოშვილი პროკურატურას მოუწოდებს, დააჩქაროს ფარცხალაძესა და თორდიას შორის მომხდარ ფაქტზე დაწყებული გამოძიება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პროკურატურას მოუწოდებს, დააჩქაროს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძესა და გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაწყებული გამოძიება და შედეგი წარმოადგინოს.
„ის, რასაც ოთარ ფარცხალაძის შესახებ ამბობენ, ჭორების სახით მსმენია, მაგრამ შეხება არ მქონია კონკრეტულ ფაქტთან, რაც მის ამ ფორმით ბიზნესში ჩარევას დაადასტურებდა. თუკი ვინმე ასეთ ფაქტებს მომაწვდის, ჩემთვისაც საინტერესო იქნება, რომ გავეცნო.
ერთადერთი რაც არის ცნობილი და ყველაზე თვალნათელი მასთან დაკავშირებით, ეს არის გენერალურ აუდიტორთან დაკავშირებული ფიზიკური კონფლიქტის პრობლემა, რაზეც გამოძიების შედეგები ჯერ ჩვენ არ გვინახავს და უნდა ვნახოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამოძიება ძალიან დაგვიანებულია და პროკურატურამ ამ გამოძიების შედეგი უნდა დადოს იმისთვის, რომ არ დარჩეს ვინმეს განცდა, რომ არსებობს პირი, რომელსაც კანონის მოთხოვნები შეიძლება არ შეეხოს ან ირიბად შეეხოს.
შემიძლია პროკურატურას მოვუწოდო, რომ დააჩქაროს ამ საქმეზე გამოძიება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


