კომენტარი
ხაზარაძე ოლიგარქის წინააღმდეგ ქვას კი არა, ბალახ- ბულახსაც ვერ დასდებს ვერსად - ნატო ჩხეიძე
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის წევრს რომან გოცირიძეს მიმართვს:
“ მას აქვს ის ძალა, რომ ებრძოლოს ამ ოლიგარქიულ რეჟიმს და თავისი ქვა დადოს ამ სისტემის დემონტაჟში” - ამბობს სულ ნაცი გოცირიძე აქამდე ქოც ხაზარაძეზე.
ბ- ნო რომან, ნუთუ მიგაჩნიათ, რომ კაცს, რომელსაც ოლიგარქის სახელიც ვერ დააცდენინეს, ახლა მის უნებართვოდ რამეს იმოქმედებს?..
გახსოვთ, ათიოდე დღის წინათ დაკითხვიდან გამოსულმა ბ- ნმა ხაზარაძემ რა ომახიანად დაუტატანა შესეულ ჟურნალისტებს:
“ ვერ მათქმევინებთ, მაინც ვერაო...” როცა მათ ჰკითხეს: ვინ არის თქვენზე ორკესტრირებული შეტევის დირიჟორიო.
“ ვერ მათქმევინებთ, ხორცი რომ ამათალოთ და ანათალზე მარილი დამაყაროთ ”,
ზღაპრის ან ომის გმირის ეს ფრაზა თუ გაახსენდებოდა ადამიანს ხაზარაძის იმ დანაქადის მოსმენისას, მაგრამ ეს “ ვერ მათქმევინებთო” სულ პირიქით არის ბ- ნო რომან, სულ პირიქით, და სახელს რომ ვერაფრით ათქმევინებ, ის კაცი ოლიგარქის წინააღმდეგ ქვას კი არა, ბალახ- ბულახსაც ვერ დასდებს ვერსად:)
მე ასე მგონია და თქვენი, აბა, რა ვიცი...
დიდი- დიდი მართული ოპოზიცია გახდეს.
ეს არის სულ ხაზარაძის პოლიტიკური სტრატეგია.
რაც არსებული რეჟიმის დემონტაჟი კი არა, მხოლიდ რემონტაჟი თუ იქნება.
ეს არის ხაზარაძის ძალა,
- მართული რემონტაჟი და უფრო მეტი რატომ გეიმედებათ მისგან, სწორედ რომ გასაკვირია...“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც ის სექტემბრიდან გააქტიურებას აანონსებს, რომან გოცირიძე გამოეხმაურა და განაცხადა : „მას აქვს ის რესურსი, რომ საკმაო პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღოს და მას აქვს ის ძალა, რომ ებრძოლოს ამ ოლიგარქიულ რეჟიმს და თავისი ქვა დადოს ამ სისტემის დემონტაჟში.“
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


