უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

26 დეკემბერი, 2016 12:45
font-size

ირმა ინაშვილი - ზაალ უდუმაშვილს: გაიგო ქართველმა ხალხმა, რომ კარგად თუ არა, ისე რა მაინც ვცეკვავ, ყელში ნუ ამოუყვანთ

,,პატრიოტთა ალინსის’’ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელით ,,რუსთავი2’’-ის ტელეწამყვანს, ზაალ უდუმაშვილს მიმართავს:

,,ზაალ უდუმაშვილს ვწერ, რომელიც P.S.- ის გუშინდელ ეთერს დიდი ხალისით უძღვებოდა: ზალიკო, თითქმის ყველა ფრაგმენტი, რომელიც ამ სიუჟეტში გამოიყენეთ, უხსოვარი არქივიდანაა. თქვენ კი, ამტკიცებთ, რომ 2016 წლის კურიოზებს მოუყარეთ თავი. რა იყო, 2016 წელს ისეთი უინტერესო, უფერული ცხოვრებით ვიცხოვრე, რომ არქივთან დაბრუნება და გადაცემების დამონტაჟება დაგჭირდა?! თან, აზრის დამახინჯება და კონტექსტის მიზანმიმართული დარღვევა რომ ანტიჟურნალისტიკაა, შენთვის მაინც და მაინც მე უნდა მეთქვა?!

1. ბაჩო ახალაიას მხარდამჭერებთან (რომლებიც უშვერი სიტყვებით მლანძღავდნენ) დაპირისპირება წელს კი არა, 2013 წელს მოხდა...
2. იორმუღანლოში 2015 წელს ვიცეკვე... გაიგო ქართველმა ხალხმა, რომ კარგად თუ არა, ისე რა მაინც ვცეკვავ. ყელში კი ნუ ამოუყვანთ?! შალვა რამიშვილის გადაცემაში რომ ვმღერი, ის ვიდეო 2 მილიონ 450 000-ჯერ გააზიარებინეთ ინტერნეტში თქვენსავე დაქირავებულ ე.წ. პროგრამისტებს და 9 საათიან "კურიერში" პირველ სიუჟეტად გამიშვით.
3. გადაცემები "ობიექტივზე" მიმყავდა 2013 წლამდე. თემის შერჩევაში არავის შეუზღუდივარ. გადაცემების დიდ ნაწილში სააკაშვილის რეჟიმს ვამხელდი, რომელსაც შენ "აპრავებდი" , მაგრამ საქართველოს გმირებისა თუ მოღალატეების ისტორიასაც ვაცნობდი მაყურებელს. ჩემი გადაცემების თემატიკა ხან პოეზიასთან იყო კავშირში, ხან პროზასთან, ხან მეცნიერებასთან და ხან რელიგიასთან. ხან სიყვარულის არსის ახსნასთან და ხან... უბრალო ადამიანების აღმოჩენასთან.
4. ყველა ვიდეო, რომელიც P.S.- ის გუშინდელ გადაცემაში თითქოსდა ინტერნეტიდან ამოკრიფეთ, ისევ თქვენი დამონტაჟებულია და ისევ თქვენი ატვირთულია სხვადასხვა... თქვენსავე დაარსებულ და დაფინანსებულ ინტერნეტსაიტებზე, რომ (მოგვიანებით) სწორედ ამ საიტებს დაეყრდნოთ და თითი ინტერნეტისკენ გაიშვიროთ,- ჩვენ რა შუაში ვართ?! ზალიკო, ინტერნეტში რასაც ნახავ, რამდენ დამონტაჟებულ მარაზმსაც ნახავ, ყველაფერს რუსთავი 2- ით აჩვენებ?! ამას წინათ ინტერნეტში მეც შემხვდა ერთი სახალისო ვიდეო. შენ და ნიკა გვარამია ღამის ქოთნებზე ისხედით და ტკბილად მუსაიფობდით. ეტყობა, მორიგჯერ გეგმავდით, როგორ მოგვაყენოთ შეურაცხყოფა მე და დათო თარხან- მოურავს. ახლა რა გავაკეთო, ამ ვიდეოს რომანტიკული მელოდია დავადო და ჩემს ძველ კოლეგებს, "ობიექტივის" ჟურნალისტებს ვთხოვო, რომ საახალწლო კურიოზებში გაუშვან?! ეს ხომ უზნეობაზე უზნეობით გაცემული პასუხი იქნება.
5. თმენის ვალდებულება ყველაზე მძაფრ, მწვავე კრიტიკაზე მაქვს. პირად შეურაცხყოფასა და ღირსების შელახვაზე- არა. ცუდია, რომ ეს არ გესმის.
6. ამ ბოლო დროს ხშირად მახსენდება, რაც რევოლუციამდე ვალერი ასათიანს გაუკეთეთ. უდანაშაულო ადამიანი მორალურად გაანადგურეთ. იმის მერეც განაგრძობთ თქვენთვის სახიფათო ოპონენტების განადგურებას. ამას ხან ვითომ საგამოძიებო ფილმებით აკეთებთ და ხან ვითომ იუმორისტული გადაცემებით. ერთი რამე კი უნდა იცოდე, ჩემო ზალიკო, მე არასასურველი და თქვენი "ბოსებისთვის" სახიფათო ოპონენტი ეტყობა ნამდვილად ვარ, მაგრამ ის ობიექტი არა ვარ, შენ და ნიკა გვარამია... ან თქვენი "ბოსები" რომ მოერევით.
7. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ.’’- წერს ირმა ინაშვილი.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი