მსოფლიო
ირანთან ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ისეთი მკაცრი რამის გაკეთება მოგვიწევს, როგორიც გასულ ჯერზე გავაკეთეთ - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფის გაგზავნას განიხილავს.
„ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ისეთი მკაცრი რამის გაკეთება მოგვიწევს, როგორიც გასულ ჯერზე გავაკეთეთ“, - განუცხადა ტრამპმა Axios-ს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის მოელის, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მომავალ კვირას გაიმართება.
„ჩვენ გვყავს არმადა, რომელიც იქ მიემართება და შესაძლოა, კიდევ ერთი წავიდეს“, - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ კიდევ ერთი ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფის გაგზავნაზე ფიქრობს.
„ბოლო ჯერზე მათ არ სჯეროდათ, რომ ამას გავაკეთებდი“, - განაცხადა ტრამპმა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ივნისში განხორციელებული დარტყმის შესახებ მის გადაწყვეტილებაზე მინიშნებით.
ტრამპის განცხადებით, ირანს ამერიკასთან შეთანხმების მიღწევის სურვილი აქვს და სამხედრო საფრთხის შემდეგ ბევრად უფრო სერიოზულად არის ჩართული პროცესში. მისივე თქმით, გასული წლის ივნისში ამერიკის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ „მოლაპარაკებები ძალიან განსხვავებულია“.
„ჩვენ შეგვიძლია ირანთან შესანიშნავი შეთანხმების დადება“, – აღნიშნა ტრამპმა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, შეთანხმება არა მხოლოდ ირანის ბირთვულ პროგრამას, არამედ ირანის ბალისტიკური რაკეტების მარაგსაც უნდა ეხებოდეს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


