მსოფლიო
ირანში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. დღეს კი, „სიჩუმის დღე“ გამოცხადდა.
საარჩევნო კამპანია, რომელიც თვეზე მეტხანს გაგრძელდა, დღეს დილით დასრულდა.
ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელმა შტაბმა განაცხადა, რომ დილის რვა საათიდან კანდიდატებს და მათ გუნდებს, ყოველგვარი აგიტაციის წარმოება ეკრძალებათ.
ირანის პრეზიდენტობაზე პრეტენზიას ოთხი კანდიდატი აცხადებს: მოქმედი პრეზიდენტი ხასან როუხანი, აიათოლა იბრაჰიმ რაისი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მოსტაფა ხაშემი-ტაბა და კონსერვატიული პარტიის კანდიდატი მოსტაფა აღა-მირსალიმი.
გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა 50%-ზე მეტს მიიღებს. იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ამასთან, ირანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი, ქვეყნის სასულიერო ლიდერის შემდეგ, მეორე პირია.
ირანში პრეზიდენტის თანამდებობა 1979 წელს იქნა შემოღებული.
ირანის ქვეყნის მეთაური კი - ირანის უმაღლესი ხელმძღვანელია, რომელიც თანამდებობაზე სამუდამოდ ინიშნება.
პრეზიდენტი კი, კონსტიტუციის შესრულებაზე არის პასაუხისმგებლი, ასევე იგი აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს.
პრეზიდენტი ოთხი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეიძლება იყოს თანამდებობაზე არჩეული.
მონიკა დავლიანიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


