მსოფლიო
ირანმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიდინა … ტერორისტულ აქტში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ - ილჰამ ალიევი
ირანმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი ჩაიდინა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიას. სამიზნე გახდა სამოქალაქო ობიექტები. ირანის მხდალი ცეცხლის ქვეშ მოექცა ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტი, მისი ტერმინალი, სკოლა და სხვა ობიექტები. აზერბაიჯანი მკაცრად გმობს ამ ტერორისტულ აქტს, პასუხისმგებელი პირები დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯონ. ირანის ოფიციალურმა პირებმა უნდა განუმარტონ აზერბაიჯანულ მხარეს მომხდარი, მოუხადონ ბოდიში, ხოლო ამ ტერორისტულ აქტში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა ალიევმა.
ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმას აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო ტერორისტული აქტი და აგრესია უწოდა.
ალიევის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანი ტერორისტულ აქტს აწყობს აზერბაიჯანის წინააღმდეგ. მან გაიხსენა თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბაქომ არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ.
„ჩვენ ამას არ დავუშვებთ და არც მანამდე არასდროს დაგვიშვია. აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა და არც მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში. ეს არის ჩვენი პოზიცია, რადგან აზერბაიჯანი არ არის დაინტერესებული რაიმე ოპერაციების წარმოებით მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, ჩვენი პოლიტიკა ამას არ დაუშვებს. ჩვენ ვიცავდით და დავიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ტერორისტული აქტი, რომელიც ირანმა ჩაიდინა, ყველა სხვა ფაქტორთან ერთად, წარმოადგენს ირანის უმადურობის მაგალითს“, – განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს დაევალა, მოამზადოს და განახორციელოს საპასუხო ზომები.
"ჩვენი შეიარაღებული ძალები - თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და ყველა სხვა სპეციალური დანიშნულების ძალა - მოყვანილია ნომერ პირველ მობილიზაციურ მზადყოფნაში და მზად უნდა იყვნენ ნებისმიერი ოპერაციის განსახორციელებლად." - აღნიშნა ალიევმა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


