უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

8 ივნისი, 2017 15:20
font-size

ირანის ცენტრში, გულში მიიტანეს იერიში, ეს იგივეა, მოსკოვში, წითელ მოედანზე რომ ტერაქტი განხორციელდეს - ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ვიდრე მთელი მსოფლიო არ გაერთიანდებიან, ახლო აღმოსავლეთს სიმშვიდე არ ეღირსება.

ამის შესახებ სალუქვაძემ „რეზონანსთან“ საუბარში, თეირანში განხორციელებული ორი თავდასხმის კომენტირბეისას განაცხადა, რომლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

სალუქვაძის შეფასებით, ტერორიზმის საშიშროება მთელს მსოფლიოშია და მასთან ბრძოლაში ყველა ცივილიზებული სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული.

„თუმცა „ისლამური სახელმწიფო“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები კონკრეტულ სამიზნეებს ირჩევენ. ირანის ამორჩევაც შემთხვევითი არ არის. ირანი დღეს აქტიურადაა ჩართული სირიის სიტუაციის დარეგულირებაში და თურქეთთან ერთად, არის ასტანის ფორმატის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ის ერთ-ერთ დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს. ამიტომ, ვფიქრობ, “ისლამური სახელმწიფოს“ აქტიურობა ირანში გასაკვირი არ უნდა იყოს“,- განაცხადა ესქპერტმა.

მისი თქმით, ტერაქტის მიზანი იყო მეტი რეზონანსის გამოწვევა და ობიექტებიც შერჩეული იყო ამ ნიშნით.

„ფაქტობრივად, ირანის ცენტრში, გულში მიიტანეს იერიში. ეს იგივეა, მოსკოვში, წითელ მოედანზე რომ ტერაქტი განხორციელდეს. აღსანიშნავია, რომ ირანის სპეცსამსახურებმა მოკლე დროში, მორიგი ტერაქტის აღკვეთა შეძლეს.

სანამ მთელი მსოფლიო, წამყვანი სახელმწიფოები, არ გაერთიანდებიან, ახლო აღმოსავლეთს დამშვიდება არ უწერია“,-აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი