მსოფლიო
ირანის ქალაქებს ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო ტალღა მოედო
ირანის რამდენიმე მსხვილ ქალაქში ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები იმართება. მიტინგები ხუთშაბათს ქალაქ მაშჰადში პროდუქტების გაძვირების გამო დაიწყო და შემდეგ მთელ ქვეყანას მოედო.
აქციებზე გამოსული ხალხი კორუფციას, ინფლაციას, ისლამური სასულიერო ხელისუფლების ქმედებებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკას აპროტესტებენ. გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეებმა მოითხოვეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიციელთა განუკითხაობის აღკვეთა.
ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან მიტინგზე ქალაქ მეშჰედში 52 ადამიანი დააკავეს.
მიტინგებს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. მისი თქმით, ის გმობს დემონსტრანტების დაკავებას და უერთდება ირანელი ხალხის მოთხოვნებს. უწყების თქმით, ირანის ხელისუფლებამ ხალხი ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო.
ბოლოს ირანში ასეთი ხალხმრავალი აქციები 2009 წელს გაიმართა, როცა აპროტესტებდნენ მაჰმუდ აჰმადინეჯადის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


