მსოფლიო
ირანის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის მიზნის მიღწევის კუთხით.ისრაელის დარტყმების სამიზნეებს ირანის უზენაესი ლიდერი და ირანის პრეზიდენტი წარმოადგენდნენ, შედეგები ამ ეტაპზე უცნობია - The Times of Israel
ისრაელის დარტყმების სამიზნეებს ირანის უზენაესი ლიდერი და ირანის პრეზიდენტი წარმოადგენდნენ - დარტყმების შედეგები ჯერჯერობით უცნობია, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემას ისრაელის ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ დღეს დილით განხორციელებული დარტყმების სამიზნეები ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და ასევე, სხვა მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები იყვნენ.
ამასთან, რამდენიმე წუთის წინ, ისრაელური წყაროებზე დაყრდნობით, ისრაელის მე-12 არხმა განაცხადა, რომ ისრაელი მიიჩნევს — ირანზე განხორციელებული დარტყმები ამ ეტაპზე „ძალიან წარმატებული“ იყო ირანის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის კუთხით.
მანამდე, ირანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო აიათოლა ალი ხამენეი უსაფრთხო ლოკაციაზეა გადაყვანილი.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


