მსოფლიო
ირანის დრონებით განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხო აუცილებელი ზომები მზადდება — ეს თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო
5 მარტს ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიიდან უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელეს თავდასხმები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში სააგენტო APA-ს განუცხადეს, უპილოტო საფრენი აპარატების ტექნიკური პარამეტრები და აღნიშნული თავდასხმების დეტალები ამჟამად შესწავლის პროცესშია.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს, მაშინ როდესაც ამისთვის არ არსებობდა რაიმე სამხედრო აუცილებლობა.
მომხდარ ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ირანის ისლამურ რესპუბლიკას.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ამზადებს აუცილებელ საპასუხო ზომებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, ასევე სამოქალაქო პირებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, და ეს თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება,“ — ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


