მსოფლიო
ირანი ელოდება და მზადაა, წინ აღუდგეს აშშ-ის სამხედროების ნებისმიერ სახმელეთო შემოჭრას - აბას არაღჩი
ირანი ელოდება და მზადაა, წინ აღუდგეს აშშ-ის სამხედროების ნებისმიერ სახმელეთო შემოჭრას, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შეგვიძლია მათთან დაპირისპირება და ეს მათთვის დიდი კატასტროფა იქნება“, – აღნიშნა არაღჩიმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ისწავლა წინა კონფლიქტებიდან და ახლა უფრო ქმედითი საბრძოლო ძალა ჰყავს, რომელსაც ამერიკელი ჯარების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია, თუ ისინი ირანში შეიჭრებიან.
„როდესაც ვთქვი, რომ ველოდებით მათ, ეს არ ნიშნავდა, რომ ველოდებით ომის გაგრძელებას. ჩვენ მოვემზადეთ ნებისმიერი სცენარის, ნებისმიერი მოვლენის, ნებისმიერი შესაძლებლობის წინააღმდეგ დასაპირისპირებლად და ვიცით, რომ ამის მოგვარება შეგვიძლია“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.
მინისტრის თქმით, ირანი არ ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას და ვერ ხედავს აშშ-თან მოლაპარაკების მიზეზს.
„ჩვენ ორჯერ მოვილაპარაკეთ მათთან და ყოველ ჯერზე ისინი თავს დაგვესხნენ მოლაპარაკებების შუაგულში, არ არსებობს ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა და არ არსებობს ჩვენი მხრიდან აშშ-თან მოლაპარაკების მოთხოვნა“, – აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-მა ვერ მიაღწია სწრაფ გამარჯვებას და რეჟიმის შეცვლას ირანში, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას აშშ-ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


