უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 ოქტომბერი, 2018 11:40
font-size

ირაკლი ოქრუაშვილმა 2004 წელს „ომეგასა“ და ტელეკომპანია „იბერიაში“ შესვლის დეტალები გაიხსენა

ირაკლი ოქრუაშვილმა 2004 წელს „ომეგასა“ და ტელეკომპანია „იბერიაში“ შესვლის დეტალები გაიხსენა. როგორც მან ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა, ის ამ თემაზე პასუხისმგებლობას არ გაურბის.

ოქრუაშვილის განმარტებით, გაუგებრობა იმან გამოიწვია, რომ „ომეგა ჯგუფი“ თავისი შემავალი კომპანიებითა და ტელეკომპანია „იბერიით“ ერთ შენობაში მდებარეობდა.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობას ამ საკითხში, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ დღეს როცა საარჩევნო კამპანიაა, მიაჩნია, რომ ბრძოლა უნდა წარიმართოს ივანიშვილისა და ზურაბიშვილის წინააღმდეგ.

„სააკაშვილისგან განსხვავებით ხელების შეწმენდა ვიღაცებზე არ მახასიათებს და პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მასთან მიმართებით პოლემიკას არ ვაპირებ, არც მას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ჩემთან იკინკლაოს ამ საკითხზე, იმიტომ რომ ნომერ პირველი სამიზნე დღეს მისთვის და ზიგადად საზოგადოებისთვის უნდა იყოს 1) ზურაბიშვილი და 2)ივანიშვილი, რა თქმა უნდა. ამიტომ დღეს რაღაც ხელების შეწმენდა, არა მგონია, მის რაღაც ინტერესებში ჯდებოდეს, დროდადრო მას ამოვარდნები ახასიათებს.

არ ვაპირებ მასთან პოლემიკას ამ თემაზე, მით უმეტეს ჩემი მეთოდები ყოფილა თურმე მისი მხრიდან მკაცრი შეფასების საგანი და თურმე ამ მეთოდების გამო ჩვენ დავშორებულვართ ერთმანეთს. ადამიანმა, რომელმაც საკუთარი ძალაუფლება და ხელისუფლება დაკარგა ახალაიების, მასტერებისა და ჭაკუების მეთოდების შედეგად. ცოტა გვერდიდან შეხედოს ამ ყველაფერს, შეიძლება უფრო უკეთესად დაინახოს ეს ყველაფერი.

2004 წელს „ომეგა ჯგუფში“ ჩემი დავალებით შევიდა მაშინ შემოწმებაზე პროკურატურის გარკვეული ჯგუფი და გამომდინარე იქიდან, რომ მათ არავინ არ შეუშვებდა, პროკურატურას ამ შემთხვევაში სპეცრაზმი არ ჰყოლია და არ ჰყავს და არ ეყოლება არასდროს. ესაა გამომძიებლების რაღაც სტრუქტურა, რომელიც მიდის გარკვეული დავალების შესასრულებლად. მათ სჭირდებოდათ გარკვეული სახის ძალისმიერი მხარდაჭერა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდით, რომ ოქუაშვილს ასევე ჰყავდა შეიარაღებული ხალხი და ისინი არ შეუშვებდნენ პროკურორებს, ესეც ჩვეულებრივად რომ იციან, ჩვენ მოვედით ფურცლით და მოდით, ახლა ჩხრეკას ჩაგატარებინებთ, დაგალუქინებთ, დოკუმენტებს ამოგაღებინებთ და ა.შ..

მთელი გაუგებრობა, ამას წინათაც ვუთხარი რამდენიმე გამომძიებელს ამ თემაზე, გამოიწვია იმან, რომ სიგარეტის მწარმოებლის კომპანიის, მისი სხვა კომპანიებისა და მისი ტელევიზიის იურიდიული მისამართი და ოფისი მდებარეობდა ერთსა და იმავე შენობაში. იმ კომპანიებში შესვლა მოხდა ტელევიზიის ოფისის გავლით, რომელიც ასევე გვერდი-გვერდ იყო.

სპეცრაზმი, ჩემი, ანუ პროკურატურის არ ყოფილა. კარგად მოიკითხოს მან, ვინ იყო მათი ხელმძღვანელი და მეთაური, ვისი „ბიჭები“ ისროდნენ იქ, კადრებშიც ჩან., ის ადამიანი გვერდით უზის დღესაც. მოიკითხოს სააკაშვილმა“, - თქვა ოქრუაშვილმა.

როცა გადაცემის წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ, იმ პირის ვინაობის დაზუსტება სთხოვა, ოქრუაშილმა უპასუხა, რომ „დრო მოვა“.

„მთავარი სამიზნე დღეს არის სალომე ზურაბიშვილი და ივანიშვილი. მე არ მინდა მასთან კინკლაობაში სხვის წისქვილზე დავასხა წყალი. თუ მას სურვილი აქვს, რომ ამ საქმის შავი სამზარეულო მთელი თავისი სიბინძურით გარეთ გამოვიტანო, გამოვიტან მე ამას, ოღონდ არა არჩევნებამდე და დამერწმუნოს, რომ ყველაზე მეტი ტალახი მას შეესხმება. ვინ იდგა ამ საქმის უკან, ვინ რა საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ვინ იყო ჩართული, რომ ინსაიდურული ინფორმაცია გაეტანა და ამით ხელი მოეთბო. ამაზე, თუ უნდა მაგას, ვისაუბრებ“, -აღნიშნა ოქრუაშვილმა.

კითხვაზე, იცოდა თუ არა სააკაშვილმა, რომ ეს ოპერაცია იგეგმებოდა, ოქრუაშვილმა უპასუხა, რომ „ყველამ ყველაფერი იცოდა“.

მისივე თქმით, „ომეგასთან“ მიმართებით ის იმავეს იზამდა, ოღონდ მცირეოდენი კორექტირებით.

„პასუხისმგებლობა ჩემია. იმ შემთხვევაში ის პრეზიდენტი იყო და უშუალოდ რაღაც დეტალების საქმის კურსში არ იყო. პასუხისმგებლობა ჩემია, მე ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. დღესაც, დრო რომ უკან დავაბრუნოთ, ყველაფერ იმავეს გავაკეთებდი გარკვეული კორექტირებით, რა თქმა უნდა, ტელევიზიასთან მიმართებით. მაგრამ ტექნიკურად მაშინ , გამოუცდელობის გამო, იმის გამო, რომ ინფორმაცია ნაკლები იყო, იმიტომ რომ ერთი უწყების წარგზავნილ სამ გამომძიებელს უკან მიჰყვებოდა მთელი „სარანჩა“ ამ სპეცრაზმის და მოხდა გაუგებრობა ტელევიზიასთან მიმრთებით, აქ პატარა კორექტივს შევიყვანდი.

დანარჩენი ოქუაშვილთან მიმართებით, სახელმწიფო იყო პირნათელი, იმიტომ რომ ის თავისი სიგარეტის იმპორტს აწარმოებდა ასლან აბაშიძის მეშვეობით, არანაირ გადასახადებს ის იქ არ იხდიდა, როდესაც თბილისში ფინანსთა სამინისტრო აქციზური მარკებით ამ შემოტანილი სიგარეტის რაოდენობას უთვლიდა, მაშინ დაიწყო აქციზური მარკების ბეჭდვა საკუთარ სტამბაში“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი