უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

26 ივლისი, 2017 16:55
font-size

ირაკლი ლატარიას აქეზებენ და აქეზებს ხელისუფლების რომელიღაცა ქვედა რგოლი, რომელიც არაა ჭკვიანი - ირმა ინაშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ,,პატრიოტთა ალიანსის’’ წევრი, ირმა ინაშვილი მისი თანაპარტიელის გიორგი ლომიას მისამართით ირაკლი ლატარიას მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

,,მთელი ღამის განმავლობაში მოთმინებით ვკითხულობდი ჩვენი პარტიის ანალიტიკური პროექტის ყოფილი თანამშრომლის ( ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ვიდრე პროექტი დაიხურებოდა) ირაკლი ლატარიას კომენტარებს. მეგონა, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ მქონდა ნანახი და მოსმენილი... მეგონა, რომ წლების მანძილზე გადატანილი უამრავი ცილისწამების შემდეგ, ვეღარაფერი გამაკვირვებდა და მატკენდა გულს, მაგრამ ეს ყველაფერი გუშინდელ დღემდე მეგონა... ჩემთვის სრულიად აუხსნელი და გაუგებარია, თუ ლატარიას ვინმე შვილის მოკვლით ემუქრებოდა.... თუ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით... მეუღლის სიცოცხლის ხელყოფით...კიდევ ათასი უბედურებით, რაც უსინდისო ცილისწამებაა... ამ 9 თვის განმავლობაში ეს მე მაინც რატომ არ მითხრა... მე ხომ საკუთარი შვილის ნათლიობა მანდო?!... ამ შვილის უსაფრთხოება რატომ ვეღარ მანდო, როგორც ქალს... როგორც ორი შვილის დედას... როგორც მის მეჯვარეს... როგორც მისი შვილის მომავალ ნათლიას?!... რა გულმა მოუთმინა, რომ ყველა მისმა მეგობარმა იცოდა, თურმე, რომ შიშში ცხოვრობდა და ეს შიში მე არ გამანდო?! ეს ერთი, მთავარი კითხვა, რაც მე მაწუხებს და მაფიქრებინებს:

1. ირაკლი ლატარია არაა დამოუკიდებელი ამ ქმედებაში. ადგილი აქვს პოლიტიკურ დაკვეთას. ირაკლი ლატარიას აქეზებენ და აქეზებს ხელისუფლების რომელიღაცა ქვედა რგოლი, რომელიც არაა ჭკვიანი.

2. მუქარასთან, მისი ოჯახის ფიზიკურ განადგურებასთან დაკავშირებული განცხადებებიდან გამომდინარე, რაც ვიმეორებ, სრულიად გამორიცხულია ჩვენგან, ირაკლი ლატარია, რომელსაც კარგად ვიცნობ, ამ წუთებში არ ტოვებს ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას.

მე ვპირდები ლატარიას, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ჩვენგან არასდროს დაემუქრება და არც დამუქრებია... და მე ვიქნები პირველი, ვინც მას და მის ოჯახს დაიცავს. ამასთან, მე ვპირდები ირაკლი ლატარიას, რომ აქტიურად ვიმოქმედებთ სამართლებრივად, ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან... ჩვენი მხრიდანაც მივმართავთ პროკურატურას.

სწორედ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა კომენტარს ჯერ არ გავაკეთებ.

P.S. გუშინ სოციალურ ქსელში დაიდო ირაკლი ლატარიას უცნაური პოსტი, რომ მას საუკეთესო ძმაკაცები ჰყავს და ყველა სხვა ადამიანის ძმაკაცი უცენზურო სიტყვით იყო მოხსენიებული. ეს პოსტი ირაკლიმ მოგვიანებით წაშალა და ამ არც თუ ადეკვატური პოსტის შემდეგ, დაიწყო კომენტარების წერა, რომ მას და მის ოჯახს 9 თვის მანძილზე სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ. ეს არ ჰგავს ირაკლი ლატარიას. ეს არ ჰგავს მოცემულობას, რომ ის მარტო მოქმედებს...ეს არ ჰგავს ზნეობრივ საქციელს, თუნდაც იმიტომ, რომ... ვიდრე ასეთი პოსტის გამოქვეყნებას გადაწყვეტდა, თავისუფლად შეეძლო ჩემთვის ეთქვა, რომ N- დანაშაულის დაფარვას აღარ აპირებს... პირდაპირ სოციალური ქსელიდან რომ არ დამლაპარაკებოდა.

და ბოლოს, ვინც ლომიასა და მერაბიშვილის რაღაცა გაუგებარ კავშირზე ლაპარაკობთ, ყველას მოგიწოდებთ სინდისს მოუხმოთ. არავითარი კავშირი ლომიას მერაბიშვილთან არ ჰქონია. სწორედ ლომიას წყალობით ზის მერაბიშვილი იქ, სადაც ახლა ზის...’’, - წერს ირმა ინაშვილი“, - წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი