კომენტარი
ირაკლი კობახიძეს ვურჩევ, ცოტა ფრთხილად იყოს - ეკა ბესელია
ირაკლი კობახიძეს ვურჩევ, ცოტა ფრთხილად იყოს, როდესაც ასეთ გაუაზრებელ ფრაზებს ისვრის. ბუმერან-გის პრინციპი გაიხსენოს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მთაწმინდის ოლქში "ევ-როპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძის დასა-ხელებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
"სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის დროს, ჩვენ როდესაც ბრძოლის წინა ხაზზე ვიდექით, კობახიძე ალბათ, დამფრთხალი უყურებდა ამ ყველაფერს სადღაც მიმალული ადგილიდან. დღეს ვერაფრით ვერ ჩავხსენით და ვერაფრით დავაშორეთ სააკაშვილის და ადეიშვილის დავალებების შემსრულებელ მოსამართლეებს და მთა-ვარი კონფლიქტის მიზეზი ის არის რომ წარსულის აწმყოში და მომავალში გადმოტანა უნდათ.
ამ ახალგაზრდა ყმაწვილს, რომელმაც არ იცის არც მართვის წესი, არც ის, სად იმყოფება და ვერც იმას აცნობი-ერებს, რას ლაპარაკობს, ვურჩევ - ბოკერიასა და სააკაშვილის თემაზე სანამ ილაპარაკებდეს, გაიხსენოს, დღე-საც რამდენად ახლო ურთერთობაში არიან განსაკუთრებით "ევროპულ საქართველოსთან" და ბოკერიას ჯგუფთან. მე ვისთან დავდგები და სად დავდგები, ამას ისევ შორიდან შეხედავს შეშინებული თვალებით, დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ შალვა შავგულიძე გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას.
„თქვენ გახსოვთ, როდესაც საუბარი იყო სასამართლოზე, კონრეტულ სახელებსა და გვარებზე: ჩინჩალაძეზე, მურუსიძეზე. შალვა შავგულიძე ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პრინციპულ პოზიციას აფიქსირებდა. დღეს ეს ადამიანი დგას გირგვლიანის მკვლელების გვერდით. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ რაღაცებზე გვედავებიან, არანაირი პრინციპები არ აქვთ. ეს არის ამის დამადასტურებელი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


