კომენტარი
ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით პლებისციტის ცატარების მომხრეა
თუკი საქართველოში იქნება შესაბამისი პირობები, რომ მმართველობის ასეთი სისტემა ჩამოყალიბდეს, ამაზე ფიქრი შესაძლებელია, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
„ჩვენ დღეს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იმ განცხადებაზე, რომელიც საკონსტიტუციო მონარქიას შეეხება, პატრიარქს შევხვდით. ვისაუბრეთ ამ განცხადების შინაარსზე, მიზანზე, ჩვენთვის პატრიარქის თითოეულ სიტყვას, თითოეულ მოწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თითოეულ ამ სიტყვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. ყველა მმართველობის სისტემას თავისი უპირატესობები აქვს, მათ შორის კონსტიტუციურ მონარქიას აქვს თავისი სერიოზული უპირატესობა. პატრიარქმაც ბრძანა, რომ კონსტიტუციური მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი მმართველობის სისტემაში, პოლიტიკურ სისტემაში. კონსტიტუციურ მონარქიას თავისი სერიოზული პლუსი აქვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება პლებისციტის ჩატარების საკითხს, ირაკლი კობახიძის განმარტებით, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, საზოგადოების ფართო ჩართულობით უნდა ხდებოდეს.
„ასეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც არის კონსტიტუციური მონარქიის შემოღება, უნდა იყოს რაც შეიძლება ფართოდ გამოკითხული საზოგადოების აზრი და მხოლოდ ასეთ პირობებში შეიძლება იყოს გადაწყვეტილება მიღებული, ასეთი მმართველობის შემოღების თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


