კონფლიქტის ზონა
ირაკლი კობახიძე გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის მშენებლობაზე : ჩვენ არავითარ ე.წ სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, ეს არის სრული სიყალბე, აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ამაზე ვერ იქნება საუბარი
წინა ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და მაშინ იყო შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით უნდა შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცამას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განახადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არავითარ ე.წ სახელმწიფო საზღვარს არ აღიარებს.
„ჩვენ არავითარ ე.წ სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, ეს არის სრული სიყალბე, აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ამაზე ვერ იქნება საუბარი. თავის დროზე, წინა ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და მაშინ იყო შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით უნდა შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არის ძალაში და არავითარი ინიციატივა ამ მიმართულებით ხელისუფლებას არ აქვს“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
24 თებერვალი, 2026 , 17:00
9 აგვისტოს ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
11 თებერვალი, 2026 , 09:59
ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
22 იანვარი, 2026 , 19:58
სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
20 იანვარი, 2026 , 16:35
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლდა
31 დეკემბერი, 2025 , 16:05
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საქალაქო სასამართლომ თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა
24 დეკემბერი, 2025 , 17:07


