კონფლიქტის ზონა
სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
მიმდინარე წლის 13 იანვარს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
„უკანონოდ დაკავებულთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგნებულად თავს ვიკავებდით სახელებისა და გვარების დასახელებისგან და სხვა დეტალების გასაჯაროებისგან, რათა პროცესს ხელი არ შეშლოდა.
არსებული პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევებში სასურველი შედეგის მიღწევა გაცილებით ადვილად არის შესაძლებელი.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
24 თებერვალი, 2026 , 17:00
9 აგვისტოს ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
11 თებერვალი, 2026 , 09:59
ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
22 იანვარი, 2026 , 19:58
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლდა
31 დეკემბერი, 2025 , 16:05
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საქალაქო სასამართლომ თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა
24 დეკემბერი, 2025 , 17:07
ე.წ. ცხინვალის პროკურატურის მიერ თამარ მეარყიშვილის დაკავების საკითხზე ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს - სუს-ი
23 დეკემბერი, 2025 , 12:22


