კომენტარი
ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ვიცე-სპიკერების ფლიგელში ეკა ბესელიასთვის ოთახის მოწყობის შესახებ დავალება აპარატს ჯერ კიდევ სექტემბერში მისცა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ვიცე-სპიკერების ფლიგელში ეკა ბესელიასთვის ოთახის მოწყობის შესახებ დავალება აპარატს ჯერ კიდევ სექტემბერში მისცა.
დღეს მედიის წარმომადგენლების ნაწილს იმ ოთახის გადაღების საშუალება მიეცათ, რომელიც სავარაუდოდ, ვიცე-სპიკერის პოსტის დაკავების შემთხვევაში ეკა ბესელიასთვის იქნებოდა განკუთვნილი.
„ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. ეს თანამდებობრივი გადაადგილება არც მაშინ და არც ახლა არანაირ კავშირში არ იყო სასამართლოს თემასთან. იყო საერთოდ სხვა სირთულეები, გახსოვთ რა სირთულეებიც იყო გუნდში“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
საკითხზე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოთახის მოწყობის შესახებ დავალება სექტემბერში მიიღო.
„სექტემბერში მივიღეთ დავალება ხელმძღვანელობისგან, რომ პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირისთვის მოგვეძია შესაბამისი ფართი და მოგვეწყო. ფართის მოძიების შემდეგ, მივიღეთ დავალება, რომ ეს ფართი მოგვეწყო. ამ დავალების მიღების დროს, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ეს ფართი უნდა ყოფილიყო ეკა ბესელიასთვის, რომელიც უნდა დაწინაურებულიყო და გამხდარიყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე“, - განაცხადა დავით გელაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


