კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება ყველასთვის – რა თქმა უნდა, მან ყველა რისკი გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა, ალბათ, არავისთვის იქნებოდა სასურველი - ნინო წილოსანი
ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება ყველასთვის, მათ შორის, იმ ინსტიტუციისთვის, რომელსაც ის წარმოადგენდა – რა თქმა უნდა, მან ყველა რისკი გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა, ალბათ, არავისთვის იქნებოდა სასურველი – დეტალები თავისთავად მეტ სიბინძურეს ქმნის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
„ბუნებრივია, რომ ოჯახის წევრები განსაკუთრებულად განიცდიან ამ ყველაფერს და ნაწყენები იქნებიან ამ კუთხით, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ითანამშრომლა გამოძიებასთან. მათ შორის, გამოძიებასთან თანამშრომლობის გაგრძელებაა ის, რომ არა სასამართლო პროცესებით, არამედ საპროცესო შეთანხმებით და ამ ფორმით დასრულდა ეს ყველაფერი. ორივე მხარე იაზრებდა ამ საკითხის სენსიტიურობას და ვფიქრობ, ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება ამ მტკივნეული, სენსიტიური და ბევრკომპონენტიანი პროცესის.
თუ ირაკლი ღარიბაშვილის ახლობლები მოითხოვენ სასამართლო პროცესს, ვისაც ეს შეეძლო, რომ უზრუნველეყო, ეს თავად ირაკლი ღარიბაშვილი იყო, მაგრამ მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც გამოძიებასთან ითანამშრომლა.
ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება ყველასთვის, მათ შორის იმ ინსტიტუციისთვის, რომელსაც ის წარმოადგენდა. ის იყო პრემიერ-მინისტრი და რა თქმა უნდა, საკმაოდ მტკივნეული და დამაზიანებელია ყველასთვის რომ ამ პოზიციაზე მყოფი ადამიანი, რომელიც საკმაოდ დიდი რეიტინგით სარგებლობდა, ამ ბრალის წინაშე აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ყველა რისკი მან გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა ალბათ, არავისთვის იქნებოდა სასურველი. მათ შორის სასამართლო პროცესები ამას უზრუნველყოფს ხომ? უამრავი მოწმე იკითხება, ფაქტი საჯაროვდება და ალბათ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღო ეს გადაწყვეტილება, რასაც ჩემი გადმოსახედიდან ნამდვილად ვეთანხმები”, – განაცხადა წილოსანმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


