კომენტარი
ირაკლი ფირცხალავას დაკითხვის წინაამღდეგები ვართ, რადგან მას საქმესთან შემხებლობა არ აქვს - პროკურორი
ირაკლი ფირცხალავას დაკითხვის წინაამღდეგები ვართ, რადგან მას საქმესთან შემხებლობა არ აქვს, - განუცხადა ჟურნალისტებს ე.წ ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ და აღნიშნულით გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის იმ განცხადებას გამოახმაურა, რომლის თანახმადაც სხვა საქმეზე პატიმრობაში მყოფი ირაკლი ფირცხალავა ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე დაიკითხება.
ჟურნალისტებთან კომენტარში პროკურორმა დღევანდელ მოწმეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ გამორიცხეს ირაკლი მამალაძის შემხებლობა იარაღთან.
„დაცვას საზოგადოება შეცდომაში შეყავს. მოწმეებმა გამორიცხეს ირაკლი მამალაძის შემხებლობა იარაღთან. ის იარაღს ვერ გადასცემდა დეკანოზს, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
მისივე ინფორმაციით, მოწმემ, ადვოკატმა ლილი გელაშვილმა, დაადასტურა, რომ ბრალდებულმა მას მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის ციანიდის ყიდვას გეგმავდა.
„რაც შეეხება ლილი გელაშვილს. მან დაადასტურა, რომ ბრალდებულმა მას მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის გეგმავდა ციანიდის ყიდვას. მან დააასტურა, რომ ბრალდებული გეგმავდა ციანიდის ყიდვას. ფირცხალავას დაკითხვის წინაამღდეგები ვართ, რადგან მას საქმესთან შემხებლობა არ აქვს,"- აღნიშნა გუბელაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


