კომენტარი
ირაკლი აბესაძე არ გამორიცხავს, რომ მისი გუნდის წევრებმა საკონსტიტუციო კომისია დატოვონ
"ევროპული საქართველოს" წევრი, ირაკლი აბესაძე არ გამორიცხავს, რომ მისი გუნდის წევრებმა კომისია დატოვონ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იმსჯელებს მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცაზე და "ქართული ოცნება" რეპუტაციის გაძლიერებაზე.
მისი თქმით, კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ მანამ, სანამ მსჯელობა იქნება საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე.
"საკონსტიტუციო კომისიაში "ევროპული საქართველოს" მონაწილეობა თავიდანვე დამოკიდებული იყო და შემდგომშიც იქნება დამოკიდებული იმ საკითხების მნიშვნელობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, რომელზეც კომისია მჯელობს. პირველ რიგში ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ კომისია ყველაზე ვრცლად და არსობრივად იმსჯელებს მოქმედი საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე. ეს არის მთავარი გამოწვევა, დაკვეთა, რომელიც საზოგადოების მხრიდან აქვს სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს საკონსტიტუციო კომისიას.
თუ ეს კომისია აცდება ამ მთავარ მიზანს და საუბარი გვექნება მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცაზე, სხვადასხვა სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებზე "ქართული ოცნების" პოლიტიკური გავლენის გაძლიერებაზე და ამის კონსტიტუციურ პრინციპებში ასახვაზე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვიფიქრებთ, გავაგრძელოთ თუ არა მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიაში", - აღნიშნა აბესაძემ.
კითხვაზე პრეზიდენტის მხრიდან ხომ არ ჰქონიათ შეთავაზება, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დაეტოვებინათ, აბესაძემ უპასუხა "პრეზიდენტთან არ ყოფილა საუბრები, ჯერჯერობით არავისთან არ გვქონია ასეთი სახის კონსულტაციები."
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პარტიებთან კონსულტაციებს მართავს, რათა მათ საკონსტიტუციო კომისია დატოვონ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


