კომენტარი
იქითკენ მიყავთ ახლა საქმე, მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ ცივი იარაღი არ გამოიყენა პრემიერმა - ნიკა მელია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, ის დღესაც გამოიყენებს თავის უფლებას და სამთავრობო გუნდს მწვავე კითხვებს დაუსვას.
„ქართულმა ოცნებამ“, პრემიერმა კვირიკაშვილმა და მინისტრთა კაბინეტმა ახალი მოცემულობა შექმნა და დაამკვიდრეს რეალობა, როცა ისინი პროვოკაციად თვლიან ოპოზიციის მხრიდან დასმულ მწვავე კითხვებს. მაპატიეთ, მაგრამ აბა რას ელოდებიან ჩემგან, ან სხვა ოპოზიციონერებისგან? ქებას დავუწყებთ მაშინ, როდესაც 5 წლის განმავლობაში ქვეყანას ვერ სთავაზობენ გამოსავალს, როდესაც ვერ სთავაზობენ განვითარების ვერანაირ გეგმას, მაშინ, როდესაც ცხოვრების დონე გაძვირდა 50%-ით, შიმშილობს მოსახლეობის უმატესობა, შემოსავალი და პენსია იგივე დარჩა, როდესაც ადამიანებს ვალის გამო ქონება დაუყადაღდათ და იმედიც არ აქვთ, როცა ახალგაზრდობა ცდილობს ქვეყნიდან თავის დაღწევას და ბევრი სხვა? რას ელოდება, რომ დითირამბებით გუნდრუკის ქნევას დავუწყებ? ბუნებრივია, არ მაინტერესებს მოქალაქე გიორგი კვირიკაშვილი, მე მაინტერესებს რას აკეთებს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. რა გეგმა აქვს, რას გულისხმობს მისი ოთხი პუნქტი? ყველაფერზე საუბრობს ამ გეგმაში, გარდა სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა. ეს მთავრობა არის საშოვარზე მოსული ხელისუფლება, რომელმაც რეალურად ქვეყანა გააღატაკა. ამას არ სჭირდება პარლამენტარის კომენტარი და მწვავე კითხვა ქუჩებში ჩანს. იქითკენ მიყავთ ახლა საქმე, მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ ცივი იარაღი არ გამოიყენა პრემიერმა კვირიკაშვილმა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


