კომენტარი
იოჰანეს ჰანი აფგან მუხთარლის საქმეზე - ახლა გამოძიება ქართულ მხარეზეა დამოკიდებული
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.
რუსთავი 2-თან საუბარში ის ამბობს, რომ დაელოდება გამოძიებას და რომ საკითხით სპეკულირება არ სურს.
"ეს საკითხი პრეზიდენტ ალიევთან, ასევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩემი მოლაპარაკების დროს წამოვწიე. ჩემი აზრით, ახლა გამოძიება ქართულ მხარეზეა დამოკიდებული და ვაფასებ, რომ მქონდა შესაძლებლობა ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთანაც მესაუბრა, რომ მიმდინარეობს საფუძვლიანი გამოძიება. უნდა დაველოდოთ შედეგს, მაგრამ ველი გამოძიებას, რომელიც იქნება არა ზედაპირული, არამედ საფუძვლიანი.
ვნახოთ რა იქნება შედეგი, არ მინდა რაიმეთი სპეკულირება, თუმცა ახლა ქართულ მხარეზეა, რომ გამოიძიოს ეს საქმე," - განაცხადა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


