მსოფლიო
ინტერპოლი არსენი იაცენიუკს საერთაშორისო ძებნაში არ გამოაცხადებს
ინტერპოლმა, უკრაინის ექს-პრემიერის არსენი იაცენიუკის საერთაშორისო ძებნაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, - წერს UNIAN.
„სიამოვნებით და პატივისცემით მოგახსენებთ, რომ ინტერპოლმა - როგორც ადეკვატურმა და სოლიდურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ- გაითვალისწინა ჩემი მიმართვა და რუსეთს უაზრო სარჩელზე უარი განუცხადა“,-განაცხადა ავაკოვმა.
რუსეთმა ინტერპოლს არსენი იაცენიუკის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებისთვის საჭირო დოკუმენტები გადასცა. რუსეთი იაცენიუკს, 1994-1995 წლებში ჩეჩნეთში რუსი ჯარისკაცების დახვრეტასა და წამებაში მონაწილეობას ედავება.
ამასთან, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა უკრაინის ინტერპოლის ბიუროს მიმართა და მტკიცებულებები წარუდგინა იმისა, რომ რუსეთი პოლიტიკურ დევნას ახორციელებს და ამ დევნას სისხლის სამართლის დანაშაულთან კავშირი არ აქვს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


