კომენტარი
ინფლაციის მაჩვენებელი ერთგვარად, მაღალი კურსის გავლენის შედეგია - ირაკლი ლექვინაძე
კურსის ცვალებადობა აისახება ფასებზე და მოქალაქეების მსყიდველუნარიანობაზე, რომელთაც შემოსავალი ლარში აქვთ, ხოლო ვალდებულებები დოლარში, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა ლარის კურსთან და ინფლაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა გლობალური ეკონომიკის ნაწილია და შესაბამისად, რეგიონში არსებული პროცესები მასზე გავლენას ახდენს.
„ასევე, დოლარიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, კურსის ცვალებადობა აისახება ფასებზე და აისახება იმ მოქალაქეების მსყიდველუნარიანობაზე, რომელთაც აქვთ შემოსავალი ლარში და ვალდებულებები დოლარში. ამიტომ, მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი ერთგვარად, მაღალი კურსის გავლენის შედეგია. კურსი ერთ-ერთი გამოწვევაა დღეს ბიზნესისთვისაც, რადგანაც გაძვირებული პროდუქცია და შემცირებული მსყიდველუნარიანობა მათ გაყიდვებზეც რეალურად აისახება“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
როგორც ბიზნესომბუდსმენმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო ნაკადის მოზიდვის მიმართულებით გააქტიურება.
„ვფიქრობ, მაქსიმუმია გასაკეთებელი, რომ ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობა გაიზარდოს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამოწვევებზე და მათ შორის ვასახელებთ სხვადასხვა ტიპის რეგულაციას, ესეც არის ერთ-ერთი გავლენის მომხდენი. არ უნდა დავამძიმოთ ჩვენი ეკონომიკა ისე, რომ ამან გადაწონოს უპირატესობები, რაც გაგვაჩნია – ეს არის დაბალი გადასახადები, მაღალი უსაფრთხოება თუ ჩვენი ლოჯისტიკური უპირატესობები“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საინვესტიციო აქტივობის გაზრდა არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რამაც შეიძლება, გარკვეულ პერიოდში კურსის უფრო მიზანშეწონილი მაჩვენებელი მოიტანოს.
შეგახსენებთ - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები 0.8 პროცენტით გაიზარდა.
ამასთან, როგორც საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარინტმა განაცხადა, ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება, როცა ერთჯერადი ფაქტორების გავლენა ფასებზე მიილევა და მონეტარული პოლიტიკა საჭიროებისამებრ გატარდება.
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


