უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

13 მარტი, 2018 17:40
font-size

იმედი მაქვს, პროკურატურა საბოლოოდ დაადგენს ჭეშმარიტებას აფგან მუხთარლის საქმეზე - ირაკლი კობახიძე

იმედი მაქვს, პროკურატურა საბოლოოდ დაადგენს ჭეშმარიტებას აფგან მუხთარლის საქმეზე და ყველას გვეცოდინება, რა მოხდა , – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა ეკა ჭითანავამ ირაკლი კობახიძეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიმართვა შეახსენა, რომლითაც მესამე სექტორი აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მუხთარლის საქმე საკანონმდებლო ორგანოსთვისაც მტკივნეულია და მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეს ნათელი მოეფინოს.

„მუხთარლის საქმე არის ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხი, კონკრეტულად საქართველოს პარლამენტისთვისაც. ჩვენ ხშირად გვაქვს ურთიერთობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ყველა შეხვედრაზე არა, მაგრამ ძალიან ხშირად ისმება ეს საკითხი ჩვენს წინაშე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეს საბოლოოდ მოეფინოს ნათელი. ერთი-ერთი მოთხოვნა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან იყო ის, რომ გადასულიყო ეს საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან პროკურატურაზე, ეს განხორციელდა, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ პროკურატურა საბოლოოდ დაადგენს ჭეშმარიტებას ამ საქმეზე და გვეცოდინება ყველას, თუ რა მოხდა მუთხთარლის საქმესთან დაკავშირებით. ასევე დიდი იმედი გვაქვს, რომ ზოგადად, ეს პრობლემა იქნება საბოლოო ჯამში მოგვარებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი