მსოფლიო
იმედგაცრუებული ვარ, რომ ტრამპი პუტინს ენდობა - ალექსეი ნავალნი
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იმედგაცრუებულია, რომ დონალდ ტრამპი პუტინს ენდობა. ამის შესახებ მან გადაცემა BBC HARDtalk-ში განაცხადა:
“წარმოადგენა არ მაქვს, რატომაა ასე კარგად განწყობილი ტრამპი პუტინის მიმართ, რადგან კონკრეტულ საკითხებში მათი პოლიტიკური ხედვები 100 %-ით განსხვავდება“,-ამბობს ნავალნი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე სანქციების შესაძლო გაუქმებაზე, ნავალნი პასუხობს, რომ მათი ნაწილი რუსი ხალხის სასიკიეთოდ მოქმედებს.
“არ ვუჭერ მხარს იმ სანქციებს, რომლებიც რუსულ ეკონომიკას ეხება, ბოლოს და ბოლოს, მე რუსეთის მოქალაქე ვარ. მაგრამ ძალიან დამწყდება გული, თუკი ტრამპი შეამცირებს და გააუქმებს სანქციების იმ ნაწილს, რომლებიც ცალკე პიროვნებებს ეხება, იმავე ვლადიმირ პუტინის მეგობრებს ან მის ოლიგარქებს, ან პუტინის გარემოცვაში მყოფ კორუმპირებულ ოფიციალურ პირებს. ეს იმიტომ, რომ სინამდვილეში სანქციების ეს ნაწილი რუსი ხალხის სასიკეთოდ მოქმედებს“, - განაცხადა ნავალნიმ.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა, შეამციროს ან გააუქმოს ანტირუსული სანქციები ბირთვული მარაგის შემცირების სანაცვლოდ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


