კომენტარი
იმ შემთხვევაში, თუ ,,ინტერ რაოსთან’’ დავა დასრულდება მოლაპარაკების გზით, ამას არ ექნება ნეგატიური ზეწოლა სამომხმარებლო ტარიფებზე - ირაკლი ხმალაძე
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო იმედოვნებს, რომ "ინტერ რაოს" ნიდერლანდური სტრუქტურებთან კონსულტაციები პოზიტიურად დასრულდება და საქმე არბიტრაჟამდე არ მივა.
საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ გააკეთა.
„მათ წარმოადგინეს გარკვეული საპრეტენზიო წერილი. აღნიშნული წერილობითი კორესპონდენცია ნამდვილად შემოსულია, რომელიც ასევე გათვალისწინებულია მთავრობასთან გაფორმებულ მემორანდუმში. ეს არის ის ფორმალური პროცესი, რომელიც უნდა გაიაროს ამ საკითხმა, რათა დავამდე მივიდეს. ამ ეტაპზე წარმოდგენილია წერილობითი მოთხოვნა, რომელიც ასაბუთებს „ინტერ რაოს“ პოზიციებს გარკვეულწილად და ამ ფორმატში უკვე საკითხი გადასულია მოლაპარაკების ეტაპზე. ჩვენ ვართ კონსულტაციის რეჟიმში და ვიმედოვნებთ, რომ ეს კონსულტაციები პოზიტიურად დასრულდება იმ თვალსაზრისით, რომ არ მოგვიწევს შემდგომ უკვე არბიტრაჟში გადასვლა“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარი გაუჭირდება, რადგან რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ კონსულტაციები მიმდინარეობს და ნაადრევია ამ ეტაპზე არბიტრაჟში დავაზე საუბარი.
ამასთან, როგორც ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, არსებობს გზები, რომ საკითხი მოლაპარაკებით დასრულდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში, თუ ეს საქმე მაინც მივა არბიტრაჟში დავამდე, ქართულ მხარეს აქვს არგუმენტირებული პოზიციები, რომლითაც შეძლებენ ამ სადავო პროცესების ისე დასრულებას, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს.
„იმ შემთხვევაში თუ ეს საკითხი დასრულდება მოლაპარაკების გზით, ამას არ ექნება ნეგატიური ზეწოლა სამომხმარებლო ტარიფებზე“, - განაცხადა ხმალაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


