კომენტარი
იმ კვირის დასაწყისში მოსახლეობას ეცოდინება, იქნება თუ არა ვეტო და როგორი იქნება ის- ანა დოლიძე
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტს აქვს 10 დღიანი ვადა, რომ საკუთარი ვეტო მოამზადოს.
როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მიმდინარე კვირის ბოლოს ჩამოყალიბდება პრეზიდენტი იმაზე, თუ რა იქნება ვეტოს დოკუმენტში.
„მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტს აქვს 10 სამუშაო დღე იმისათვის, რომ მოამზადოს საკუთარი ვეტო. გუშინ ჩვენ გვქონდა საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა უმრავლესობასთან ორ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ვეტოში უნდა აღმოჩნდეს, მაგრამ ბუნებრივია ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასევე ოპოზიციური პარტიების მოსაზრებები.
საბოლოო ჯამში, ამ კვირის ბოლოს ჩამოყალიბდება პრეზიდენტი იმაზე, თუ რა იქნება ვეტოს დოკუმენტში, როგორი იქნება ის და კონკრეტულად რა საკითხებზე იქნება იგი. ცალსახად ამ ეტაპზე რა იქნება ვეტოში ამას ბუნებრივია, ვერავინ იტყვის, ამისთვის ჯერ კიდევ შესაბამისი დრო არსებობს. უკვე გვაქვს ერთი მოთხოვნა, კონსტრუქციული, საკმაოდ დასაბუთებული თავიანთი პოზიციიდან გამომდინარე, ეს არის უმრავლესობის მომართვა, თუმცა პრეზიდენტი, როგორც მან განაცხადა მანამდე, აგრძელებს კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთან, რომელთაც აქამდე გამოკვეთილი პოზიცია ჰქონდათ.
იმ კვირის დასაწყისში მოსახლეობას ეცოდინება, იქნება თუ არა ვეტო და როგორი იქნება ის“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


