კომენტარი
ილუზია არავის ჰქონდეს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია ხდება. - აკაკი ზოიძე
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება.
როგორც ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად სავალდებულოა.
„ცოტა ხნის წინ პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ცვლილებები მიიღო, რომლითაც პირად მოხმარებაზე მარიხუანის ლიბერალიზაცია მოხდა. ეს 260-ე მუხლს არ ეხება, რომელიც გასაღებასა და გაყიდვას ეხება. ასე რომ, ილუზია არავის ჰქონდეს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია ხდება. მარიხუანის გაყიდვა-გასაღება დასჯად ქმედებად რჩება. უბრალოდ, პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებული მარიხუანა სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა იქნება გამოყენებული. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მივესალმები, რადგან მიმაჩნია, რომ პირადი მოხმარების მიზნით ადამიანები ციხეში არ უნდა გავუშვათ და ეს ნასამართლეობის მიზეზი არ უნდა იყოს“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ რეპრესიული მეთოდებით ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტურია.
„ოთხსვეტიანი და დაბალანსებული პოლიტიკა უნდა იყოს – ზრუნვა, მკურნალობა და რეპრესიები. ეს მიდგომა სწორია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ეს მიდგომა სწორია. იმედი გვაქვს, რომ კოლეგებთან დამატებითი არგუმენტაცია გვექნება. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ანალოგიური მიდგომა საინექციო ნარკოტიკებზე იყოს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანასთან მიმართულებაში მიიღო. მომავალ კვირას საკანონმდებლო პაკეტს განვიხილავთ, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ეხება“, – განაცხადა ზოიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


