მსოფლიო
ილონ მასკი ჟურნალისტების სანდოობის გამოსავლენად ვებგვერდის შექმნას აპირებს, რომელსაც, სავარაუდოდ, Pravda-ს დაარქმევს
Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ აპირებს, შექმნას ვებგვერდი, რომელიც ჟურნალისტების სანდოობასა და სტატიებს შეაფასებს.
მასკი გეგმავს, საიტს Pravda დაარქვას.
„ვაპირებ, შევქმნა საიტი, სადაც ხალხი შეძლებს, შეაფასოს ნებისმიერი სტატია და დროთა განმავლობაში დააკვირდეს ყოველი ჟურნალისტის, რედაქტორისა და გამოცემის სანდოობის ხარისხს. ვფიქრობ, დავარქვა Pravda“, - დაწერა მასკმა.
მოგვიანებით მასკმა დაწერა, რომ შესაძლოა, ვებგვერდს „You’re Right“ (თქვენ მართალი ხართ) დაარქვას. ბიზნესმენის თქმით, მას მგავსი საიტი youreright.com უკვე აქვს, თუმცა ის უბრალოდ მიბმულია ფეისბუკ სიახლეებს.
მასკის თქმით, ვებგვერდი არა მხოლოდ „უნდა იყოს დაცული ბოტებისგან, არამედ უნდა გამოავლინოს ისინი, ვინც ბოტების ჯარს იყენებს დეზინფორმაციისთვის“.
მასკმა თავის ტვიტერზე გამოკითხვა ჩაატარა საიტის შექმნის პერსპექტივასთან დაკავშირებით. გამოქვეყნების მომენტში მასში 126 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აქედან 88%-მა ამ იდეას მხარს უჭერს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


