კომენტარი
ილიას უნივერსიტეტის ლექტორები მხოლოდ ამ უმაღლესთან უნდა იყვნენ აფილირებული - გიგა ზედანია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას თქმით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გაგრძელებოდა კონტრაქტი იმ ლექტორებს, რომლებიც ილიას უნივერსიტეტთან ერთად სხვა უნივერსიტეტებთანაც თანამშრომლობენ.
ამასთან, როგორც ზედანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, უნივერსიტეტს ლექტორის თანამდებობაზე კონკურსი აქვს გამოცხადებული, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ გათავისუფლებულმა ლექტორებმაც.
„ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ჩვენს, ამ ძველ მოწვეულ ლექტორებს აქვთ შესაძლებლობა შემოიტანონ საბუთები და წარმატების შემთხვევაში გახდნენ ჩვენი თანამშრომლები. ოღონდ ამ შემთხვევაშე, მათ მოუწევთ იყვნენ აფილირებული მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტთან და არც ერთ სხვა უნივერსიტეტთან. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ აკადემიური იდენტობისათვის უნივერსიტეტის ძირითად საგნებს უნდა ასწავლიდეს ჩვენი უნივერსიტეტის, ჩვენი ადგილობრივი აკადემიური პერსონალი“,-განმარტა რექტორმა.
დილიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტები სასწავლებელთან საპროტესტო აქციას მართავენ.
ახალგაზრდები უნივერსიტეტიდან 25-მდე ლექტორის გათავისუფლების ფაქტს აპროტესტებენ.
მათი თქმით, აქცია გაგრძელდება, და მას სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე, ილიას უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტების სტუდენტები და გათავისუფლებული ლექტორები შემოუერთდებიან.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


