კომენტარი
ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრად მის შესაძლო დანიშვნაზე : ნამდვილად დავფიქრდები
ნამდვილად არ ვამბობ, რომ უარს ვიტყვი, მაგრამ ნამდვილად დავფიქრდები,- განუცხადა ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა მინისტრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის შესაძლო განხილვასთან დაკავშირებით.
როგორც ელოშვილმა აღნიშნა, ჯერჯერობით ამ საკითხზე მასთან კონსულტაციები არ ყოფილა.
"ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას და საბოლოო ჯამში, ცნობილი გახდება მისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ჯერ სამინისტროს ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი, ალბათ, ამ სამინისტროს არსებობის ისტორიაში. ის ჯერ არსად წასულა, არის ადგილზე, ასრულებს თავის ფუნქციებს და ამაზე საუბარი ნაადრევია.
მე მაქვს ძალიან ბევრი საქმე და ნამდვილად არ ვფიქრობ, რა იქნება შემდეგ, თუკი მას მოუწევს წასვლა, რადგან ჯერ მისი წასვლის შესახებაც არ გაცხადებულა. მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი პრემიერი და გუნდი დამავალებს, ისევე შევასრულებ, როგორც აქამდე შემისრულებია. ჩემთვის მთავარია ვიყო ამ გუნდის წევრი რადგან, მიმაჩნია, რომ ეს არის სამართლიანობისა და წინსვლის გუნდი. ჯერ არ შემოუთავაზებიათ, ვიფიქრებ. ნამდვილად, არ ვამბობ, რომ უარს ვიტყვი, მაგრამ ნამდვილად დავფიქრდები.
მე 4 წელია მინისტრის მოადგილის პოსტზე ვარ, ძალიან კარგად ვიცი, რა გამოწვევებია და რა სირთულეები ახლავს ამას. ნებისმიერი თანამდებობა არის პასუხისმგებლობა. ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი, თუ ეს შემოთავაზება იქნება, უნდა გავიარო კონსულტაციები. ახლა ამაზე საუბარი საერთოდ არ არის", - განაცხადა ელოშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში იყრის კენჭს, მინისტრის თანამდებობას კი, მისი მოადგილე, ილია ელოშვილი ჩაიბარებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


