მსოფლიო
ილჰამ ალიევმა 634 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 12 ოპოზიციონერი და 11 საქართველოს მოქალაქე
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით 634 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 607 დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს.
შეწყალებულთა შორისაა 12 ოპოზიციონერი, მათ შორისაა პარტია ეროვნული ფრონტის აქტივისტი ელნურ ფარაჯევი, რომელის „ონკოლოგიური დაავადებით იტანჯება“.
შეწყალებულთა შორის მოხვდა საქართველოს 11 მოქალაქე. სულ ალიევმა უცხო ქვეყნის 39 მოქალაქე შეიწყალა, მათ შორისაა ჩინეთის 5 მოქალაქე, რუსეთისა და ირანის 4-4 მოქალაქე; თურქეთისა და ბანგლადეშის 3-3 მოქალაქე; თურქმენეთისა და ყაზახეთის 2-2 მოქალაქე; უზბეკეთის, კამერუნის, ინდოეთისა და უკრაინის თითო-თითო მოქალაქე; ასევე 3 პირი მოქალაქეობის გარეშე.
ქვეყანაში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს 28 მაისს აღნიშნავენ.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


