მსოფლიო
ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მეოთხედ იყრის კენჭს
მმართველი პარტია ,,ახალი აზერბაიჯანის“ მეექვსე ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ილჰამ ალიევი დარეგისტრირდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ყრილობის დელეგატებმა ერთხმად მიიღეს.
56 წლის ალიევმა სამჯერ - 2003, 2008 და 2013 წლებში, გაიმარჯვა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში. შესაბამისად, 2018 წლის 11 აპრილისთვის დაგეგმილ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ის მეოთხე ვადით იყრის კენჭს.
აზერბაიჯანული კანონმდებლობის მიხედვით, ერთსა და იმავე პირს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით იყაროს კენჭი პრეზიდენტის თანამდებობაზე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


