კომენტარი
იყო არაერთი გაფრთხილება და ამის მიუხედავად, სააკაშვილმა ჩაიდინა ის დანაშაული, რომელსაც მოჰყვა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილს დასავლელი და ამერიკელი პარტნიორები აფრთხილებდნენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შესახებ, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა.
„როდესაც შენ გაქვს მოღალატეობრივი ჩანაფიქრი ან ხარ ავანტიურისტი, ბუნებრივია არც მეგობრის გაფრთხილებას იღებ ყურად და არც მტრისას... ვიცით რას ეხება საქმე, საქმე ეხება დასმულ კითხვებს, თუ როგორი იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლი და შეეძლოთ თუ არა მათ პრევენცია იმისა, რაც ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა.
გახსოვთ კონდოლიზა რაისის ცნობილი განცხადებები, მაილსის ცნობილი განცხადებები, სადაც ამბობდნენ, რომ მათ არაერთხელ გააფრთხილეს სააკაშვილი, რომ მის ასეთ ქმედებას აუცილებლად მოჰყვებოდა მძიმე შედეგი. ამის მიუხედავად სააკაშვილმა სხვანაირად იმოქმედა.
ეს იყო ის, რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ეს კითხვა დაისვა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან 2008 წელს და ამ კითხვას, ღია და მკაფიო პასუხი გასცეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა.
იყო არაერთი გაფრთხილება და ამის მიუხედავად, სააკაშვილმა ჩაიდინა ის დანაშაული, რომელსაც მოჰყვა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია", - აცხადებს კობახიძე.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


