კომენტარი
იყო აბსოლუტურად აბსურდული საქმე - ნიკა მელია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მხარს მიჭერდა. ყველას ვთვლი ჩემს თანამებრძოლად ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში, რომელიც არ არის მარტივი, თუმცა არის ძალიან მართალი ბრძოლა, რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლებას ეხება და არა ცალკეული ადამიანების, პოლიტიკოსების კეთილდღეობას.
7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს საქმე, 25 ადამიანი იყო ბრალდებული ჩემთან ერთად. ყველა ადამიანს, უკლებლივ, გაუკეთდა განრიდება, შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა და შემატოვეს მხოლოდ მე ამ საქმეში.
ამ საქმეს ხელისუფლებისთვის რომ მიეცა დაკავების საფუძველი, ძალიან დიდი ხნის წინ შეასხამდნენ ხორცს და გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდოდა. იყო აბსოლუტურად აბსურდული საქმე.
რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც გადის კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე აღსასრულებლად, არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი აშაყირებს საკუთარ გუნდის წევრებს თუ კიდევ ერთხელ აბუჩად იგდებს. მან კვლავ ჩაუგდო კენჭი „ქართულ ოცნებაში“ შემორჩენილ დეპუტატებს და ახლა მათ უნდა იმსჯელონ სხდომათა დარბაზში ნიკა მელია, როგორც მათი კოლეგა, მე-9 მოწვევის პარლამენტის ვადის ამოწურვამდე იქნება თუ არა. ბექა ოდიშარიამ უნდა მიაჭიროს ხელი ისევ, თუ მიაჭერს, მიაჭიროს“, - განაცხადა მელიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ნიკა მელიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. 332-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, რაც სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, მელია დამნაშავედ იქნა ცნობილი და 25 000 ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა, ხოლო 205-ე მუხლში კი გამართლდა. (ქონების დამალვა მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით).
რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, ადეიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას სასჯელის სახით ხუთი წელი და სამი თვე მიესაჯა.
ამასთან, ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლით და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


