მსოფლიო
იგორ დოდონს კიშინიოვის აეროპორტში „მოღალატე“-ს წარწერებიანი პლაკატებით დახვდნენ
მოლდოვას პრეზიდენტს კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში, ლიბერალური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საპროტესტო აქციით დახვდნენ.
NewsMaker-ს ინფორმაციით, ახალგაზრდებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „ დოდონი-პუტინის მონა“, „დოდონი, შენი სახლი - მოსკოვია“, „დოდონი-მოღალატე“.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა აეროპორტში ქვეყნის პრეზიდენტის მოსკოვში გადასახლებლად საჭირო ბარგი მიიტანეს.
შეგახსენებთ, რომ იგორ დოდონმა, მოსკოვში ნაციზმზე გამარჯვების 71 წლისთავი წითელ მოედანზე, ვლადიმირ პუტინის გვერდით აღნიშნა.
გარდა ამისა, დოდონმა, რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რესპუბლიკისთვის ნატოში შესვლა მიუღებელია; ასევე ის ფასეულობები, რომელსაც ევროპა „თავს ახვევს მოლდოვას“, რადგან მოლდოვა, დოდონის თქმით, მართლმადიდებლური ქვეყანაა.
დოდონმა ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკისთვის მნიშვნელოვანია რუს მეგობრებთან პარტნიორობა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


