მსოფლიო
„იგლა“ სერჟ სარგსიანის ვერტმფრენის ასაფეთქებლად იყო საჭირო
გადასატანი სარაკეტო-საზენიტო კომპლექს „იგლას“ შეძენით, სომხეთის მაღალჩინოსნების ვერტმფრენის აფეთქება იგეგმებოდა.
ამის შესახებ სომხური გაზეთი „აიკაკან ჟამანაკი“ წერს.
სტატიის ავტორის თქმით, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური გარკვეულ ჩანაწერებს ფლობდა, რომელზეც მთაინი-ყარაბაღის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამველ ბაბაიანი „იგლას“ შეძენასა და სომხეთში მის ტრანსპორტირებაზე მოლაპარაკებას მართავს.
გაზეთი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „იგლას“ მეშვეობით ვერტმფრენი უნდა ყოფილიყო აფეთქებული, რომელზეც, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყვნენ მაღალჩინოსნები, მათ შორის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი.
შეგახსენებთ - 21 მარტს, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა საზღვარზე „იგლას“ შეტანის ფაქტი აღკვეთა. უწყების ინფორმაციით, რაკეტა კონტრაბანდისტული გზით საქართველოს გავლით შედიოდა.
საქმეზე ორი პირია დაკავებული, მათ შორის სამველ ბაბაიანიც.
მონიკა დავლიანიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


