მსოფლიო
იერუსალიმში საელჩოს გადატანაზე სერიოზულად ვფიქრობ- დონალდ ტრამპი
ამერიკის პრეზიდეტი დონალდ ტრამპი, თელ-ავივში მდებარე ამერიკის საელჩოს იერუსალიმში გადატანის საკითხს სერიოზულად განიხილავს.
ამის შესახებ ტრამპმა, ამერიკის პრეზიდენტის რანგში, პირველად, ისრაელის პრესისთვის, კერძოდ, გაზეთ „ისრაელ ა-იომ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მე ვფიქრობ ამ საკითხზე. ვსწავლობ ამ საკითხს, ვნახოთ, რა გამოვა. ეს მარტივი გადასაწყვეტი არ არის. საკითხი უკვე მრავალი წლის განმავლობაში განიხილება. არავის უნდოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, და ამაზე ძალიან სერიოზულად ვფიქრობ“,-განაცხადა ტრამპმა
გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტმა, პირობა დადო, რომ ამერიკა-ისრაელის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად იმუშავებს.
მან, მკვეთრად დაგმო ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმება, რომელიც, მისი თქმით, ისრაელისთვის ნამდვილი კატასტროფაა.
მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ ირანს ბარაქ ობამასთვის მადლობა გადაეხადა, იმისთვის რომ ძალიან გულუხვად ექცეოდა, ირანი ძალიან გამოწმვევად დაიწყო მოქცევა.
რაც შეეხება, ისრაელის მიერ პალესტინის საზღვართან დასახლების მშენებლობას, ამერიკის ლიდერმა აღნიშნა,რომ პალესტინის სახელმწიფოსთვის განკუთვნილი ტერიტორიის სიდიდე შეზღუდულია, ამიტომ, არ მიიჩნევს ახალი დასახლების მშენებლობას ნაბიჯად, რომლის გადადგმის შემდეგ მშვიდობას მივუახლოვდებით.
მან ხაზი გაუსვა, რომ თეთრ სახლში ყოფნის პერიოდში არ აპირებს ისრაელის დაგმობას, რადგან ებრაულ სახელმწიფოს გაგებით და პატივისცემით უდგება. ამასთან, დასძინა, რომ სურს ისრაელის სახელმწიფოს მშვიდობა მოუტანოს და სჯერა, რომ ეს გამოუვა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


