უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

20 ივნისი, 2018 15:15
font-size

იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს შეუძლია, მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს და ამის მაგალითებია საქართველო და უკრაინა

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ის შეშფოთებულია რუსეთის ახალი სამხედრო შესაძლებლობებით. DW-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მოსკოვი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს თანამედროვე შეიარაღებაში.

მისი თქმით, რუსეთი მზადაა, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ და ამის მაგალითად მოიყვანა საქართველოსთან ისტორიული ომი და უკრაინასთან მიმდინარე კონფლიქტი.

„მოსკოვს ასევე ჰყავს ჯარები მოლდოვაში, მოლდოვის ხელისუფლების თანხმობის გარეშე“, - დასძინა სტოლტენბერგმა და ყურადღება გაამახვილა „მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ სქემაზე, რომელსაც სჭირდება პასუხის გაცემა“.

მისი თქმით, „ჩვენ სარკისებურად არ გავიმეორებთ იმას, რასაც რუსეთი აკეთებს. ჩვენ ტანკს ტანკით, ან რაკეტაზე რაკეტით, ან ბირთვული იარაღით ბირთვულ იარაღზე არ ვუპასუხებთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნატო ადაპტირდება, როცა ვხედავთ, რომ მეტად დაჟინებული რუსეთი დიდ ინვესტიციებს დებს ახალ თანამედროვე შეიარაღებაში“.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სურს, ნატო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესება და დაძაბულობის შემცირება.

„არ გვჭირდება ახალი ცივი ომი. არ გვჭირდება ახალი შეიარაღების რბოლა და არ გვსურს რუსეთის იზოლირება“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ „ჩვენ არ გვსურს, თავდაცვასა და დიალოგს შორის არჩევანის გაკეთება“.

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი