მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი თურქეთის მიერ რუსული С-400-ის შეძენის საკითხს გამოეხმაურა
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თურქეთს ალიანსისთვის არ მიუმართავს თხოვნით, რომ მის მიერ შეძენილი სარაკეტო კომპლექსები С-400 ალიანსის თავდაცვის სისტემაში იყოს ინტეგრირებული.
ამასთან, სტოლტენბერგის შეფასებით, ალიანსის წევრ-ქვეყნებს შეუძლიათ ქონდეთ დამოუკიდებელი სისტემები.
„ნატოსთვის მნიშნელოვანია, რომ ჩვენი სხვადასხვა სისტემები იყოს ურთიერთქმედებაში. აღნიშნული სისტემის ინტეგრირების მოთხვონა არ შემოსულა. ეს არც განიხილება“,- განმარტა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, „ქვეყნებს აქვთ უფლება ქონდეთ დამოუკიდებელი სისტემები, რომლებიც არ იქნება ჩვენთან ინტეგრირებული“.
„ამასთანავე თურქეთი განიხილავს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სხვა სისტემების შემუშავების შესაძლებლობასაც, მაგალითად, ფრანგულ-იტალიურ კონსორციუმ Eurosam-თან“,-განმარტა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა და ანკარამ თურქეთისთვის С-400-ის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწიეს და შესაბამისი კონტრაქტიც გააფორმეს.
ცოტა ხნის წინ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა უკვე პირველი შენატანი განახორციელა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


