მსოფლიო
იძულების წესით დეპორტაციის გარდა ყველა შესაძლებლობა გამოირიცხა - ლუქსემბურგი 12 წლის ქართველი ბიჭის დეპორტაციის მიზეზს განმარტავს
ლუქსემბურგის მთავრობის მიერ 12 წლის ქართველი მოზარდის იძულების წესით დეპორტაციის გამო, რასაც საზოგადოების მწავე კრიტიკა მოჰყვა, ქვეყნის იმიგრაციის მინისტრმა ჟან ასელბორნმა განმარტება გააკეთა.
მან დაადასტურა, რომ 12 წლის ბიჭისა და დედამისის რეპატრიაცია საქართველოში მოხდა ამა წლის 12 ოქტომბერს.
ასელბორნის თქმით, დეპორტაცია უკიდურეს ზომას წარმოადგენს და მოსდევს მასალის დეტალურ შესწავლას, განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება სასკოლო ასაკის ბავშვებს.
„ასე მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, იყო განხილული ყველა შესაძლო ალტერნატიული გზა, თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნულ პირებს დოკუმენტებში მათი ვინაობისა და ოჯახში არსებული სიტუაციის შესახებ ყალბი ინფორმაცია ჰქონდათ მითითებული, იძულების წესით დეპორტაციის გარდა, სხვა შესაძლებლობა გამოირიცხა“, - წერია ლუქსემბურგის იმიგრაციის მინისტრის წერილში.
12 წლის ბიჭისა და დედამისის ვინაობა წერილში არ იყო მითითებული.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


