კომენტარი
,,იბერიასა“ და ,,ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ ხდება მიზანმიმართული ზიანის და მავნებლობის მიყენება - ნატო ჩხეიძე
ტელეკომპანია ,,იბერიას“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ ,,ომეგასთვის“ ზიანის მიყენება მიზანმიმართულად, გეგმის მიხედვით ხორციელდება.
დეპუტატი უნდობლობას უცხადებს საგამოძიებო უწყებებს და ამბობს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში გამოძიება იმ შედეგს არ დადებს, რომელიც უნდა დამდგარიყო.
,,ტელეკომპანია ,,იბერიასა“ და ,,ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ ხდება მიზანმიმართული ზიანის და მავნებლობის მიყენება. მათ აქვთ თავიანთი გეგმა. ამას თითქმის ასრულებენ კიდეც. ფაბრიკა გაჩერებულია და ეს ზიანი უკვე მიადგა, მაგრამ არამხოლოდ კომპანიას, არამედ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საწუხარი ის არის, რომ ქვეყანას ადგება ზიანი.
ფაქტობრივად არაფერი არ ხდება. რაც არ უნდა ეს გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობდეს, ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში, რა ვითარებაც და რა მთავრობაც ახლაა, იმ შედეგს ვერ მიიღებს საზოგადოება, რა შედეგიც უნდა დადგეს ამ გამოძიების შედეგად.
ნამდვილად აღშფოთებულია ის საზოგადოება, რომელსაც ,,ომეგა ჯგუფი“ და ,,იბერია“ წარმოადგენს და მათი მაყურებელი წარმოადგენს. ეს აღშფოთება რაღაცაში გამოიხატება. ეს არის ერთ-ერთი რგოლი და ამით იქმნება მთელი მძივი, ის კრიალოსანი, რომელიც მათ ჯერჯერობით კარგად აქვთ შეკრული, მაგრამ ეს კვანძი გაიხსნება“, - აცხადებს ნატო ჩხეიძე.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


