მსოფლიო
იაპონიისკენ გაშვებული რაკეტა პირველი ნაბიჯია წყნარ ოკეანეში დაგეგმილი სამხედრო ოპერაციისთვის - კიმ ჩენ ინი
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა - კიმ ჩენ ინმა იაპონიისკენ გაშვებულ რაკეტას უწოდა „პირველი ნაბიჯი“ წყნარ ოკეანეში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად.
„იმ პირობებში, რომლებიც ომის პერიოდს ჰგავს, ეს ბალისტიკური რაკეტების გაშვების ბოლო სწავლებებია - ეს პირველი ნაბიჯია კორეის ეროვნული ჯარის სამხედრო ოპერაციისთვის წყნარი ოკეანის რეგიონში და მნიშვნელოვანი პრელუდიაა გუამის შესაკავებლად“, - ავრცელებს კიმ ჩენ ინის განცხადებას კორეის ცენტრალური ტელეგრაფიული სააგენტო.
შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეამ რაკეტა გაუშვა, რომელიც იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს გადაუფრინა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ფხენიანმა მკაფიო და გასაგები მესიჯი მიაწოდა მსოფლიოს და ის უფრო მეტ იზოლაციაში მოექცევა.
რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის რეაქციას, გაეროს ჟენევის ოფისში ჩრდილოეთ კორეის ელჩის, ჰან ტაი სონგის განმარტებით, ვაშინგტონი არ წყვეტს სამხედრო წვრთნებს წყნარ ოკეანეში, რის გამო ფხენიანი საპასუხო ზომებს მიიღებს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


