მსოფლიო
იაპონიაში წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 141 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
იაპონიის დასავლეთში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად სულ მცირე 141 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ იაპონიის მთავრობა იუწყება. ეს ყველაზე დიდი მსხვერპლია, რომელმაც ნალექმა გამოიწვია ბოლო 30 წლის განმავლობაში.
ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. მაშველები გადარჩენილებს ეძებენ. დაახლოებით 2 მილიონი ადამიანია ევაკუირებული სტიქიის ზონიდან.
ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებულთათვის სკოლები და გიმნაზიები გახსნა.
ჯერ კიდევ არსებობს მეწყრის საშიშროება.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ გააუქმა საზღვარგარეთ დაგეგმილი ყველა შეხვედრა წყალდიდობით განპირობებული კრიზისის გამო.
სამაშველო ოპერაციაში 70 000-ზე მეტი ადამიანი ჩართული, მათ შორის სახანძრო სამსახურის თანამშრომლები და ჯარი.
წყალდიდობის შესახებ ჯერ კიდევ აფრთხილებენ სტიქიისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ადგილებში, მათ შორის ოკაიამას პრეფექტურაში, რომელიც იაპონიის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


