კომენტარი
იან კელი აფგან მუხთარლის საქმეზე: დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა სერიოზულად ეკიდება ამ საქმეს
დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა სერიოზულად ეკიდება ამ საქმეს და ვიმედოვნებთ და გვჯერა, იქნება სრულყოფილი გამოძიება, - ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ს ელჩი, იან კელი ევროპარლამენტის მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია არსებობს.
,,ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე ნათელი იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული ინციდენტი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან და ნათლად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს საქმე უნდა იყოს სრულყოფილად გამოძიებული.
ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ბატონ მუხთარლის სათანადოდ მოეპყრობიან და ვიმედოვნებთ, საქმე სამართლიანად დასრულდება.
დარმწუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა სერიოზულად ეკიდება ამ საქმეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ ამ მთავრობაში, პრემიერ-მინისტრში, რომელმაც თქვა, რომ იქნება საქმის სრულყოფილი გამოძიება’’, - განაცხადა იან კელიმ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


